2008 წლის ომის მიუხედავად, საქართველოს აგრძელებს რუსი ტურისტების ჩვეული მასპინძლობით მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი საქმიანობა, რაც ხორციელდება ჩვენი მთავრობის თუ საერთაშორისო ასპარეზზე, პროტესტებმა დაადასტურეს, რომ არ არის საკმარისი. საქართველო არის მშვიდობიანი ერი და თავისთავად არის ქვეყანა, რომელიც არასოდეს დასხმია თავს არც ერთ ქვეყანას. იგი აგრძელებს რუსი ტურისტების ჩვეული მასპინძლობით მიღებას და ეს ხდება 2008 წლის ომის მიუხედავად.
ჩვენ გვინდა, ოკუპაციის საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად, დიპლომატიური არხებისა და გზების გამოყენებით. დემოკრატიული, მშვიდობიანი, სტაბილური ყველაფრის მიუხედავად და ევროპული – აი ეს ვართ ჩვენ, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო. რუსეთთან განახლებული დაძაბულობა მიუთითებს, რომ არსებული სტატუს კვო მიუღებელია და ხელს არ უწყობს გრძელვადიან სტაბილურობას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საჭიროა დეესკალაცია, ჟენევის მოლაპარაკებების განახლება და უფრო აქტიურად ჩატარება.