პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა.
სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებსგაეცნო.
“დღეს ამ არჩევნებით, ნამდვილად, ახალი საქართველო იწყება. ამ ახალი საქართველოს მშენებლობაში თქვენი დიდი წვლილი იქნება. იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი ადამიანი დაცული უნდა იყოს.
მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები, თქვენ შეძლებთ მომაწოდოთ თქვენი ტკივილი, პრობლემები, მე თქვენს წინაშე ვიქნები პასუხისმგებელი, მოვალ და ანგარიშს მოგახსენებთ იმის შესახებ, რას შევძლებ ან რას ვერ შევძლებ.
თქვენი იმედი მაქვს, არამხოლოდ არჩევნებში, არამედ მის შემდეგაც და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს, დაფუძნებულს ასეთ ძლიერ სოფლებზე და ადამიანებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.