საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა აეროპორტში მასზე მომხდარ თავდასხმას.
„ეს ყველაფერი ავნებს საქართველოს საზღვრებს გარეთ. რანაირად უნდა ვთქვათ რამე ტურიზმზე, როცა უსაფრთხოება არ არის აეროპორტში დაცული. არც გუშინ იყო პოლიცია, როცა თავს დაესხნენ ყოფილ პრემიერს… იქ მხოლოდ მე არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებულნი უყურებდნენ იმას, თუ რა სიმხეცეა ამ ქვეყანაში”,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.
ამას გარდა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
_საქართველო ამაზე ბევრად მეტია, საქართველო ამაზე ბევრად დიდია. ესენი ვეღარც მართავენ საქართველოს. ერთადერთი რაც შეუძლიათ, ეს არის რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება. ეს სიტყვა არ მიყვარს ამათ შემთხვევაში. ეს აღარ არის ხელისუფლება. ეს არის რეჟიმი და რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა პრეზიდენტის, ქალის მიმართ ასე იქცევი.