“ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნოდ, “ქართუ ბანკიდან”, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1 მილიონი ლარი ისესხა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროა.
ამ დროისთვის უცნობია რა ვადით ისესხა ზურაბიშვილომა 1 მილიონი ლარი და მოუწევს თუ არა მას სესხის გადახდა _ ეს ინფორმაცია ზურაბიშვილს აუდიტის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს.
კანონის ეს მუხლი “ქართულმა ოცნებმა” 2016 წელსაც გამოიყენა _ მაშინ მმართველმა პარტიამ “ქართუ ბანკისგან” 1 მილიონი ლარი 4 თვით ისესხა, რომლის განაკვეთი 11 %-ს შეადგენდა.