საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთანწინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში სიღნაღში და დედოფლისწყაროში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
„ეს არის ქიზიყი, შესაბამისად, აქ სიღნაღში თავისუფალი, დამოუკიდებელი, სიმართლის მთქმელი ხალხი ცხოვრობს,ამდენად ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს და მომავალში ამ კუთხის შესატყვისი პრეზიდენტი ვიქნები, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სიმართლის თქმის თვალსაზრისით”- განაცხადა სიღნაღში ამომრჩეველთან შეხვედრისას სალომეზურაბიშვილმა.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისმინისტრი, დავით სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ
.(R)