ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება, თუმცა შესაძლოა, დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. სამადაშვილი განმარტავს, თუ რატომ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.
„რა არის პარტიის ღირებულებები, რომლის პოლიტსაბჭოს წევრები ძალადობის მოწოდებებს წერენ საჯაროდ, ჩემთვის გაუგებარია. სიმართლე კი ისაა, რომ ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის, თუმცა, შესაძლოა დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად, როგორც არის, უკვე დიდი ხანია“, – აღნიშნავს სალომე სამადაშვილი.
სალომე სამადაშვილი დღეს „ნაცმოძრაობას“ ოფიციალურად დატოვებს.
„ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები“, – დაწერა პოლიტიკოსმა.