ბარბარა გუერა სხვა ადამიანებისგან არაფრით განსხვავდება, გარდა იმისა, რომ მას არც ერთი ხელი არა აქვს.
უბედური შემთხვევის შედეგად ბარბიმ 2 წლის ასაკში ორივე ხელი დაკარგა, მას შემდეგ 39 წელი გავიდა, ბარბარას ამის გამო არაფერი დაუთმია და ცხოვრება წარმატებით აიწყო.
ბარბარას დღეს ოჯახი ჰყავს, ის ოთხი შვილის დედაა, აქედან ორი საკუთარია, ორი კი აყვანილი.
უფრო მეტიც ბარბის ოჯახის პარალელურად არაჩვეულებრივი კარიერაც აქვს, შეიძლება გაგიკვიდეთ, მაგრამ ბარბარა ცნობილი ბოდიბილდერია. 41 წლის ასაკში ის უამრავი კონკურსის გამარჯვებული და არაერთი ფიტნეს ჯილდოს მფლობელია.
ავტორი