ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი ცალი მოზრდილი სტაფილო დავჭრათ და ერთად მოვშუშოთ. შუშვის დროს დავუმატოთ ცოტ-ცოტა წითელი და შავი პილპილი, ნიორი და მარილი გემოვნებით, ცოტა ნედლი პიტნა და ტარხუნა.
ცალკე გავაკეთოთ სქელი კარტოფილის პიურე, წიწაკა და მარილი გემოვნებით ვუყოთ. შემდეგ გავაკეთოთ პატარა კარტოფილის გუნდები, გავაბრტყელოთ, გულსართად გავუკეთოთ მომზადებული სოკოს ფარში, ოღონდ ბურთულებს თავი მთლიანად არ მოვუკრათ. ასე დავალაგოთ “ჟარონაზე” და ათი წუთით შევდგათ ცხელ აირღუმელში.
როცა გამოიღებთ, ძალიან ნუ გააცივებთ, ისე მიირთვით.