ბორჯომში, სოფელ დაბასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, უნომრო პიკაპის ტიპის ავტომობილით პატრულირებდენ. ისინი ძალიან დაბალი სიჩქარით მოძრაობდენ და მათ უკან მყოფ ავტომობილებს ხელით ანიშნებდენ, გაესწროთ მათთვის და უწყვეტი ღერძულა ხაზი გადაეკვეთათ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ საპტრულო პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ესაუბრა.
როგორც ნინო ცხადაძემ განგვიცხადა, რომ მიგვემართა გენერალური ინსპექციისთვის.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა აღნიშნულ უწყებას, ცხელი ხაზის მისამართზე, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციის მართებულობა გადამოწმდება და კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.