“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს, 14 მარტს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.