„გურია ნიუსის|“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე თანამდებობიდან გადააყენეს. მას უფლებამოსილება სამეურვეო საბჭომ შეუჩერა.
ჩვენი ინფორმაციით, ISFED-ში დეტალებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
ცნობისთვის “სამართლიანი არჩევნები” სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.