კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას.
„პარლამენტმა კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. სამწუხაროდ ამ ჯერზე მაჟორიტარების არჩევა ისევ მოგვიწევს, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგები იმაზე ბევრად სამართლიანი იქნება ვიდრე აქამდე.
მაგრამ ამაზე ვერ შეჩერდებით. რა არის საჭირო იმისთვის რომ სამართლიანი საარჩევნო კანონმდებლობა გვქონდეს:
– ამომრჩევლის ნების კონტროლისთვის საარჩევნო უბნებთან მივლენილი მოთვალთვალეების საქმიანობის შეზღუდვა;
– სამართლიანი კვოტები ქალებისთვის;
– პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსით დაკომპლექტებული პროფესიული საარჩევნო ადმინისტრაცია;
– საარჩევნო სისტემის ცვლილება საკრებულოს დონეზე (არსებული უფრო უსამართლოა ვიდრე პარლამენტის არჩევის წესი იყო).
სამართლიანი საარჩევნო წესების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიამ იმუშავოს“,_ წერს მენაბდე.