“სპეცრაზმის გამოსვლა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაამტვრიეს, დაარბიეს და გადაწვეს, იყო ტრაგიკომიკური სამარცხვინო ნაბიჯი.
თან წინასწარ ნასწავლი “არავითარი ცემა”-ს ძახილით.
ჩაფლავებული ოპერაცია ქვია ამას და ის მეთაურები, რომლებმაც ბათუმი გადააწვევინეს ორასკაციან შპანას, უნდა გადააყენონ. მინისტრიც, მათ შორის.
სპეცრაზმი იმისთვის არსებობს, რომ ძალა გამოიყენოს. ადეკვატური და პროპორციული, მაგრამ ძალა” _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.