მაშველებმა ჯუთადან მოქალაქე თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯუთაში, მოქალაქეს გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.
სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებიც, რომლებმაც პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი მოქალაქე თბილისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს”,_ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.