მაშველებმა კოლხეთის ეროვნული პარკის ფართო წყლის ტბაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩარჩენილი 4 მოქალაქე უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
“მოქალაქეები, რომლებიც ტბაზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ, ძლიერი ქარისა და ღელვის გამო ნაპირზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
სამაშველო ოპერაცია ქ. ფოთის სახანძრო-სამაშველო სამმართველოდან მიღებული ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეები ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს”,_ აცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
































































