„თათების იმედი“ გურიაში, ნასაკირალის უღელტეხილზე ჩავიდა, რომელიც ცნობილია, როგორც ძაღლთა სასაკლაო.
„თათების იმედმა“ წამოიყვანა ძაღლები, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, ლეკვები, პატარა ტანის ძუები, შიმშილისგან დაუძლურებულები და დაავადებული 13 ძაღლი.
ძაღლებს „თათების იმედი“ აღმოუჩენს ვეტერინარულ დახმარებას და ახალ უსაფრთხო ადგილას მიაკედლებენ.
„თათების იმედის“ თქმით, მათ ვერ შეძლეს ყველა დაუძლურებული ძაღლის წამოყვანა თბილისში, მაგრამ დაგეგმილი აქვთ ნასაკირალის უღელტეხილზე დაბრუნება. მანამდე კი ოზურგეთის რაიონში მცხოვრებ ცხოველთმოყვარულებს მიუსაფარი ძაღლებისთვის 5 ტომარა საკვები და კანის დაავადების წამლები გადასცეს.