უფლებდამცველი თამაზ ბაკურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მეგობრებო, გუშინ საღამოს, დაახლოებით, 19 საათის შემდეგ, ჩემი ძმა კობა ბაკურიძე ანბანის კოშკთან შევიდა ზღვაში, მას შემდეგ ის არავის უნახავს… სამაშველო-სამძებრო სამსახურები, “ვადალაზები” ამ დრომდე ეძებენ… მანქანის გასაღები და ყველა ნივთი ნაპირზე იყო დატოვებული. თუ ვინმემ იცით ან ნახეთ შეგვატყობინეთ…უფალო შეგვიწყალე!”, _ წერს თამაზ ბაკურაძე.