სამების საკათედრო ტაძარში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. სამართალდამცველებმა არ დააკონკრეტეს, რისთვის გამოცხადდნენ ისინი ტაძარში, სადაც ამ წუთებში საკვირაო წირვა მიმდინარეობს.
მედიის წარმომადგენლებს მათ მიუთითეს, რომ მათი გამოცხადების დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდნენ.
დღეს დილიდან სამების საკათედრო ტაძარში ხალხმრავლობაა. თუმცა, სტიქაროსნები მრევლს მოუწოდებენ, რომ მათ შორის 1-მეტრიანი დისტანცია იყოს.
ამასთან, მრევლს შეუძლია წირვის მიმდინარეობა ტაძრის გარეთ უზრუნველყოფილი გახმოვანების სისტემის მეშვეობით მოისმინოს.
ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად იმყოფება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. წირვის დასრულების შემდეგ დაგეგმილია პატრიარქის ქადაგება.
წყარო: ინტერპრესნიუსი