სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან 20 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.
გია თვალავაძის ადვოკატებმა სასამართლოსგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს.
გია თვალავაძეს გამოძიება ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობას ედავება. 26 სექტემბერს 6 დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 6 დაკავებულიდან 3 ბრალს არ აღიარებდა, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს არის ჩანიშნული.