სამეგრელოში, ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი და “მერსედესის” მარკის ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარი ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის რეფრალურ საავადმყოფოში შეიყვანეს. როგორც კლინიკაში “გურია ნიუსს” განუცხადეს, “ამ დროისთვის პაციენტები გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან და შესაბამისი კვლევები უტარდებათ”.