ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 67 წლის მამაკაცია.
არსებული ინფორმაციით, იგი თურქეთში იმყოფებოდა და საქართველოში 20 მარტს დაბრუნდა.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” ზუგდიდის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დაუდასტურა.
ნანა ოდიშარიას თქმით, პაციენტი ამ დროისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.