სამეგრელოში, ზუგდიდში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.
როგორც ირკვევა, ახალშობილი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღისაა და ის რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს.
დედის ვინაობა უკვე დადგენილია.
ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისთვის, საავადმყოფოში შემოწმებებს გადის.