ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფოთში, მალთაყვა-ფოთის გადასახვევთან. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა.
როგორც ირკვევა, სასწრაფოს პაციენტი გადაჰყავდა.
პირველადი ინფორმააციით, დაშავდა ექიმი, მძღოლი და პაციენტი. ამ ეტაპზე, უცნობია, რა დაზიანებები მიიღეს მათ.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” ამ წუთებში არკვევს.