უცხოური მედია დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ევაკუაციის შესახებ საუბრობს. როგორც The Sunday Times წყაროზე დაყრდნობით წერს, თუ ბრექსითის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება და ლონდონში არეულობას გამოიწვევს, სამეფო ოჯახს გასაიდუმლოებულ ადგილას გადაიყვანენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ცივი ომის ეპოქის საგანგებო გეგმის შემადგენელი ნაწილია და მის გამოყენებას მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა კავშირის მიერ ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში გეგმავდნენ.
თუმცა, The Mail-თან საუბარში ერთ-ერთი კონსერვატორი დეპუტატი ამბობს, რომ გეგმის აღდგენა „ომის დროინდელი ფანტაზიაა“და სამეფო ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვისას ლონდონში იყო.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 29 მარტს ტოვებს, დეპუტატები კი პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმის ირგვლივ ორად არიან გაყოფილები.