მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამგლოვიარო პროცესია მოაწყვეს.
„დღეს ქართულ ოცნებას აქვს გლოვის დღე, რადგან მთავარმა პროპაგანდისტულმა იარაღმა, ტროლების ქარხანამ მუშაობა დაასრულა და გაუქმდა ასობით ანტიდასავლური ნარატივისა და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი სახელისუფლებო გვერდები, რომელთა რეკლამირებაზეც 316 000$-ზე მეტი დაიხარჯა“,_ ამბობენ მოძრაობის წევრები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან Facebook-მა 300ზე მეტი გვერდი და ათეულობით ყალბი ანგარიში გააუქმა.