სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც “გურია ნიუსს” ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.