თურქეთში, ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ, პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 ადამიანი.
ავტობუსი ბურსა-ყარსის რეისს ასრულებდა, რა დროსაც სოფელ კარაკურტთან, 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.