სამგზავრო ავტობუსს, რომელშიც 55 მგზავრი და 2 მძღოლი იმყოფებოდა ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მგზავრების ეროვნება და ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
შემთხვევა ყაზახეთში, აქტობეს რეგიონში მოხდა.