სამგზავრო თვითმრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და კლდეზე,შავი ზღვის სიახლოვეს ტალახში ჩაეფლო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავში 162 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, რომელიც თურქეთის ქალაქ ტრაპზონის აეროპორტში მოხდა, არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ცნობით, მომხდარის ირგვლივ გამოძიება დაიწყო.