საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა.
ბახტაძის ახალ კაბინეტში მხოლოდ სამი ახალი სახეა _ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.
რაც შეეხება ძველ მინისტრებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილი დარჩა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა ლევან დავითაშვილმა; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დარჩა ქეთევან ციხელაშვილი.
თანამდებობაზე ასევე დარჩნენ: შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია;
ბახტაძემ საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანი წარადგინა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად კი დავით სერგეენკო წარადგინა.;