“ქართლის ამბების” ინფორმაციით, ავარია მოხდა ქარელის გზაზე. ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა.
როგორც ადგილზე ,,ქართლის ამბებს” უთხრეს, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათი ცნობით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არავის მიუღია, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
გამოძიებას ქარელის პოლიცია აწარმოებს.


































































