მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა ატენში მოხდა. ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
40 წლამდე ასაკის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
“სამი დღე არ გამოჩნდა სახლში შევიდნენ და გარდაცვლილი ნახეს. სხვა არაფერი ვიცით”, – ამბობენ მეზობლები.
ადგილზე იმყოფება პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო: მოზაიკა