ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ, დიღომში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.
გარდაცვლილია სამი და დაშავებულია ორი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.
rustavi2.ge