ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში სამანქანო გზა ნაწილობრივაა გაწმენდილი და გადაადგილება იქ მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა შესაძლებელი.
ოჯახების დასახმარებლად დღეს მოხალისეთა ჯგუფს სწორედ ამ ტერიტორიაზე გავყევით. დაახლოებით, 3 კილომეტრი ფეხით, შესაბამისი აღჭურვილობით გავიარეთ და ოჯახებს საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მივაწოდეთ.
ადგილზე მისვლისას ელექტროენერგია დაგვხვდა, თუმცა, სოფლის უმეტეს ნაწილში შეუძლებელია სასწრაფო და სამაშველო დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოძახება.
აქ მცხოვრები მოსახლეობა უგზოობის გამო ვერ ახერხებს პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენას. მათი უმრავლესობა ხანდაზმულები არიან.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია, თუმცა, „გურია ნიუსი” ადგილზე მუშაობისას სრულიად განსხვავებულ რეალობას წააწყდა…
ავტორი