16-18 აპრილს რუმინეთში, ქალაქკლუჟში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სკოლის ასაკის ჭაბუკებში.
საერთაშორისო ტურნირზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ–გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა ორი ვერსხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის წამოიღება შეძლეს.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს ოზურგეთელმა ერეკლე თავბერიძემ და ლანჩხუთელმა თამაზ აბაშიძემ.
ტურნირზე ბრინჯაოს დასჯერდა ოზურგეთელი საბა სირაძე. სპორტსმენები ტურნირისთვის მოამზადეს მწრთვნელებმა: კობა ბალავინოვმა, ძმებმა ზურაბიანებბა, ლაშა გუჯაბიძემ და დავით მჟავიამ (ლანჩხუთი).