ქალ
თბილისში, 10 -13 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსარებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბავშთა საკალათბურთო სექციის ( 2007 – 2008 წწ ) სპორტსმენებმა გასვლითი, ამხანაგური თამაშებები გამართეს და წარმატებებს მიაღწიეს.
პატარა სპორტსმენებმა საკალათბურთო მატჩები წარმატებით ჩაატარეს და შედეგიც შესაბამისი დადეს. სამივე თამაშიდან, სამივე მოგება დაიწერეს.
ოზურგეთელი მოზარდები ამ ეტაპისათვის ჯუნიორ NBA საკალათბურთო თამაშებისთვის აქტიურად ემზადებიან , რომელიც მაისი-ივნისის თვეში გაიმართება.
საკალათბურთო სექციის ბავშვებს მწვრთნელები _ აზა მჟავანაძე და გიორგი გოგოუაძე წვრთნიან.