30 იანვარს თბილისში Მძლეოსნობის სასახლემ და დიდი დიღმის სათადარიგო სტადიონმა მძლეოსნობაში საქართველოს პირად ჩემპიონატს( დიდებში) უმასპინძლა.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსნობის სექციის ნაკრებმა გუნდმა და საერთო ჯამში – 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.
Საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ოქრო მოიპოვეს : სოფიკო Შათირიშვილი – ბირთვის კვრა (4კგ) – შედეგი 15 მ 12 სმ, ქეთევან Მამალაძე – ბადროს ტყორცნა (1კგ) – შედეგი
40 მ 70 სმ, გოგა ჭიხვარია – უროს ტყორცნა – (7კგ) – შედეგი 58 მ 82 სმ.
ვერცხლის მფლობელები გახდნენ : ელენე ძიძიგური – ბირთვის კვრა – 4კგ – შედეგი 10 მ 85 სმ, Ანა მგელაძე – ბადროს ტყორცნა 1 კგ – შედეგი 30 მ 70 სმ, გიორგი Პაკელიანი – ბირთვის კვრა – 7კგ – შედეგი 14 მ 10 სმ.
Ბრინჯაო და მესამე საპრიზო ადგილი აიღეს : ქეთევან მამალაძე – ბირთვის კვრა – 4კგ – შედეგი 10 მ 44 სმ, გიორგი Პაკელიანი – ბადროს ტყორცნა 2 კგ – შედეგი 40 მ 50 სმ,
შეჯიბრზე კარგად იასპარეზეს და ფინალისტები გახდნენ: გაბრიელ ჩავლეშვილი სამმხტომის 5 საპრიზო ადგილი – შედეგი 12 მ 10სმ, დავით ხელაძე სიგრძეზე ხტომა – შედეგი 6 მ 05 სმ.
ჩემპიონატზე იასპარეზეს და საკუთარი შედეგები გააუმჯობესეს მორბენლებმა : ბექა მჭედლიშვილმა და გვანცა თავდიშვილმა.






























































