როგორც ცოტა ხნის წინ “გურია ნიუსი” წერდა, გარდაიცვალა სენაკის მკვიდრი, 27 წლის ქალი.
ჩვენთვის ამ ტრაგიკული ამბის ახალი დეტალები ხდება ცნობილი _ წყაროს თქმით, გარდაცვლილია ლ. კ., რომელიც სოფელ ხორშიდანაა.
“გარდაცვლილი ჩვენი სოფლიდანაა. მას სამი შვილი დარჩა“, _ ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალს, სავარაუდოდ, ანევრიზმა გაუსკდა და ერთ-ერთ კლინიკაში დაიღუპა.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე