“სამი თაობის მთაწმინდელების და ორი თაობის ნაციონალების თაობის კოჰორტა შეკრიბა ივანიშვილმა“ და თავზე მოაყარა კორონავირუსთან ბრძოლაში ცნობილი ექიმები. ყველაფერს კადრულობენ, რომ თავისი კანდიდატები გაიყვანონ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, არაფერი გამოუვათ“, _ ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა.
კახა ასკურავა ამბობს, რომ ხალხი ბრძენია და კარგად ხედავენ ისინი, რა მდგომარეობა არის ქვეყანაში.
“ხელისუფლების იმედი რომ არ აქვს მოსახლეობას, ეს 90-მა პროცენტმა კარგად იცის. ყველაზე კარგი, ასე ვთქვა, მეტრი, არის მაცივარი. როდესაც გამოაღებ მაცივრის კარებს და შიგნით არაფერი დახვდება, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია“, _ აღნიშნა კახა ასკურავამ.