ბრიტანელი შერვინ შარაბი საერთაშორისო „გენიოსების საზოგადოება“ Mensa-ს სიაში შეიყვანეს. სამხრეთ იორკშირის საგრაფოს, ქალაქ ბარნსლის მცხოვრები ბიჭი მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან ადამიანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარაა.
ინტელექტის დონის (IQ) ტესტის ჩაბარების დროს, მისი შედეგი 136 ქულა იყო. ეს იმ დროს, როცა მოზრდილი ადამიანის საშუალო მაჩვენებელი 100-ია, განსაკუთრებით ნიჭიერთა კი – 130.
შერვინმა ლაპარაკი 10 თვისამ დაიწყო. წლისა და 8 თვისა უკვე რთული წინადადებებით საუბრობდა. ახლა კი შეუძლია 200-მდე დათვლა, რუკაზე ნებისმიერი სახელმწიფოს მონახვა და მისი დროშის ჩვენება. ამ ასაკში ინტელექტის ასეთი მაღალი დონე იშვიათია. თუმცა, შარაბი რეკორდსმენი ვუნდერკინდი არ არის. 2011 წელს სამი წლის საფრონ პლეჯერმა ბრიტანული ტელევიქტორინის რვაგზის გამარჯვებულის ქალიშვილმა, IQ ტესტში 140 ქულა დააგროვა, 2009 წელს კი 2 წლისა და 4 თვის ელიზ ტან რობერტსმა – 156.
Mensa სულ 110 ათას ადამიანს აერთიანებს 100 ქვეყნიდან. მათ შორის ყველაზე მეტი ამერიკელია – 56 ათასი, დიდი ბრიტანეთი, 22 ათასი წევრით, მეორე ადგილზეა. მათგან მხოლოდ 100-ია 10 წლამდე ასაკის.
ავტორი