ფოთის ე.წ. ცხელების კლინიკაში მოთავსებულ 3 წლის ოზურგეთელ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა მიაწოდა.
“41 წლის მამაკაცს ფოთიდან და სამი წლის გოგონას ოზურგეთიდან კორონავირუსი არ დაუდგინდა. ორივე მათგანის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ” კვლევისათვის. ორივე პაციენტი უკვე გავწერეთ ცხელების კლინიკიდან”,– თქვა თეა მიგინეიშვილმა.