უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 19 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ასეთია:
- პერსონალი – დაახლოებით 14 400 ადამიანი,
- ტანკები – 466 ერთეული,
- ჯავშანტექნიკა / APV – 1 470 ერთეული,
- საარტილერიო სისტემები – 213 ერთეული,
- MLRS – 72 ერთეული,
- საზენიტო საბრძოლო სისტემები – 44 ერთეული,
- თვითმფრინავი – 95 ერთეული,
- ვერტმფრენები – 115 ერთეული,
- სატრანსპორტო საშუალებები – 914 ერთეული,
- გემები / ნავები – 3 ერთეული,
- საწვავის ავზები – 60,
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17,
- სპეციალური აღჭურვილობა – 11.
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, 19 მარტის ღამეს უკრაინაში 69 სამხედრო ობიექტს დაარტყეს: „გარდა ამისა, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჰაერო თავდაცვამ ჰაერში ჩამოაგდო 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.“
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მარტამდე პერიოდში, საერთო ჯამში განადგურებულია:
- 196 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი,
- 1 438 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა,
- 145 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური,
- 556 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები,
- 1 237 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
რუსეთის მხარემ გუშინ, 18 მარტს, ასევე განაცხადა, რომ მათ მიერ განადგურებულია უკრაინის 182 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge