პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას ბრძანებით ქვეყნის სამხედრო დანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას BILD-ის რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.
როგორც BILD იტყობინება, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს ჯერ ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებიათ მომხდართან დაკავშირებით. ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი სიტუაციას აკვირდებიან.
ამგვარი განცხადებები გააკეთა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა ელისეის პალასმა.
NATO-ს პრესსპიკერმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუსას თქვა, რომ სიტუაციას სამხედრო ბლოკიც აკვირდება.