ჰოლანდიის პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადება კრემლში შექმნილი პანიკის ნიშანია, რომელიც დასავლეთთან სრულმასშტაბიანი ომის პირდაპირ საფრთხედ არ უნდა იქნეს აღქმული.
“მობილიზაცია, დონეცკში რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოწოდება, ეს ყველაფერი პანიკის ნიშანია. მისი რიტორიკა ბირთვულ იარაღზე არის ის, რაც ჩვენ უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ. მე გირჩევდით, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ”. – თქვა რუტემ.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა დღეს, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ “ბირთვული შანტაჟის” გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.
ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა.
ავტორი