რუსული სკოლის სასწავლო გეგმებს, 2023 წლიდან საბაზისო სამხედრო მომზადების კურსი დაემატება – განაცხადა რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა.
“კურსი ხელმისაწვდომი იქნება სკოლებში მომავალი წლიდან. ახლა ის ნამდვილად მზადდება. ჩვენ მოვამზადებთ მას 1 იანვრამდე, შემდეგ მოხდება მისი ტესტირება და სკოლებს შეუძლიათ გამოიყენონ ის სამუშაოში მომავალი წლიდან“, – განუცხადა კრავცოვმა ჟურნალისტებს.
სამინისტრომ განაცხადა, რომ მუშავდება საბაზისო სამხედრო მომზადების კურსი სკოლებსა და კოლეჯებში.
კურსი იქნება სწავლების დროის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია სამოქალაქო თავდაცვის საფუძვლების გაკვეთილებისთვის, რომელიც შეადგენს 35 საათს ხუთი დღის განმავლობაში.
ავტორი