მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნების ფარგლებში ჩინეთმა ტაივანს ალყა შემოარტყა. სამხედრო წვრთნებში, სახელწოდებით „ერთობლივი ხმალი 2024“, სამხედრო ხომალდები და ავიაცია იღებს მონაწილეობას.
BBC– ის ინფორმაციით, ჩინელი სამხედროები ამბობენ, რომ ეს წვრთნები არის გენერალური რეპეტიცია ტაივანზე ყველა მხრიდან თავდასხმისთვის.
ტაივანის ხელისუფლება კი ჩინეთის სამხედრო წვრთნებს პროვოკაციას უწოდებს.