საქართველო და სამხრეთ აფრიკა სპორტის სფეროში თანამშრომლობას რაგბით დაიწყებენ. სამხრეთ აფრიკული კომპანია Global Sports Management & Events Group (GSMEG) საქართველოში რაგბის აკადემიის გახსნას გეგმავს.
საქართველო და სამხრეთ აფრიკა სპორტის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები რაგბის მიმართულებით გადაიდგმება. ქართულ გუნდებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა დასავლეთ კეიპის პროვინციის კლუბმა “WP Rugby Academy” (Villagers Rugby Club).
აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში, აღნიშნული კლუბის ეგიდით, საქართველოს ესტუმრება სამხრეთ აფრიკელ ახალგაზრდა მორაგბეთა გუნდი და ჩაატარებს რამდენიმე სპარინგ-მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან, რომელიც საქართველოში გასამართი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება. რაგბის შემდეგ იგეგმება თანამშრომლობა სპროტის სხვა სახეობებში.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხებზე სასაუბროდ და დეტალების დასაზუსტებლად სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ და სამხრეთ აფრიკული კომპანიის Global Sports Management & Events Group (GSMEG) ხელმძღვანელმა საიმონ კლარკმა, ასევე სამხრეთ აფრიკა- საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა მარიუს ჰაინსმა. შეხვედრას ესწრებოდა რაგბის კავშირის ოპერაციული მიმართულების დირექტორი ლაშა ხურციძე.