სამხრეთ ავსტრალიაში, სადაც გვალვების გამო წყლის დეფიციტია, ვერტმფრენებიდან სნაიპერები 10 000 აქლემს დახოცავენ, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას DAILY MAIL ავრცელებს.
გამომცემლობის ცნობით, ამით წყლის ჭარბ მოხმარებას შეამცირებენ.
პროფესიონალი მსროლელები აღნიშნული ბრძანების სისრულეში მოყვანას ოთხშაბათს დაიწყებენ და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გამომცემლობის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირია ველური აქლემების მათ ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაც. ცხოველები წყლის საძებნელად სახლებში იჭრებიან და ოთახებს აზიანებენ.
ექსპერტთა აზრით, ცხოველებს უდიდესი წვლილი შეაქვთ აგრეთვე გლობალური დათბობის პროცესში, რადგანაც, თითოეული მაგანი ყოველწლიურად გამოიმუშავებს ერთ ტონამდე ნახშირორჟანგს.