სამხრეთ კორეაში BMW-ს მარკის 20 000-მდე ავტომობილი აკრძალეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ავტომობილების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც BMW -ს რამდენიმე ავტომობილის ძრავში მოულოდნელად ცეცხლი გაჩნდა.
გავრცელებული ცნობით, აკრძალვა იმ ავტომობილებს შეეხება რომლებსაც შემოწმება არ გაუვლიათ.
როგორც ცნობილია, კანონი ძალაში იმ წუთიდან შევა, როდესაც ავტომობილის მფლობელი აკრძალვის შესახებ შეტყობინებას მიიღებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ სამხრეთ კორეას ხანძრების გამო ბოდიში მოუხადა.
როგორც ცნობილია, კომპანიამ გასულ წელს ბენზინზე მომუშავე 36 000 ავტომობილი უსაფრთხოების გამო გაიწვია ფატალური ავარიის შემდეგ, წელს კი დიდი ბრიტანეთიდან 30 000 ავტომობილის გაწვევა მოუხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2013 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, კანადადან და სამხრეთ აფრიკიდან 500 000 ავტომობილი გაიწვია.