სამხრეთ კორეამ დედაქალაქში ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი დახურა.
BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სასწავლო დაწესებულებების 200-მდე თანამშრომელი და სტუდენტი დაინფიცირდა.
განათლების მინისტრის განცხადებით, დისტანციური სასწავლო პროცესი სექტემბრამდე გაგრძელდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში ვირუსით ინფიცირების 17,945 შემთხვევაა გამოვლენილი, 310 ადამიანი კი დაინფიცირების შედეგად გარდაცვლილი.